საზოგადოება
საგრანტო კონკურსი დევნილებისთვის
საგრანტო პროგრამის, "ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში, კონკურსი გამოცხადდა.
გრანტის მისაღებად დევნილებს განაცხადების წარდგენა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.   განაცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლის 11 ტერიტორიულ ერთეულში ( გურჯაანი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, მარნეული, თიანეთი, თელავი, ყვარელი და მესტია).

პროგრამის ფარგლებში დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ.

პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 700 ბენეფიციარი დაფინანსდება. გრანტის მოცულობა 2 500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჯგუფზე 5 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილ პირს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:

•მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;
•შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე;
•25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს – დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;
• ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

საგრანტო განაცხადების მიღება, მიმდინარე წლის, პირველი მაისიდან კვლავ განახლდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google