საზოგადოება
მაღალი რისკის მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნებათ
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანი მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებაა.
„განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივი პაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალი რისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომ განსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარითაც უზრუნველყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google