საზოგადოება
არა ძალადობას - ღონისძიება გურჯაანის ბიბლიოთეკაში
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საინიციატივო ჯგუფის „მომავალი ჩვენია“ და საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით სპექტაკლის ჩვენება მოეწყო.


სპექტაკლი ,,სინანული უკვე გვიანია", რომელიც ეხებოდა ძალადობას, ალკოჰოლიზმსა და შეყვარებული წყვილის გაუთვალისწინებელ შეცდომას, კულტურის ცენტრთან არსებულმა მოყვარულთა თეატრ-სტუდია „თეატრონმა" წარმოადგინა. სპექტაკლს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები მუნიციპალიტეტის პროკურორი ოთარ სამუნაშვილი, ფსიქოლოგი მანანა სონღულაშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები. წარმოდგენის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მსგავსი ღონისძიება რამდენიმე თვის წინაც მოეწყო. მაშინ დისკუსიის თემას ნაადრევი ქორწინება წარმოადგენდა. როგორც ხელმძღვანელმა ლევან ჯაჯანაშვილმა განმარტა, ორგანიზაცია მომავალში დასუფთავების აქციას გეგმავს, სადაც ჯგუფის წევრებთან ერთად, მოხალისეებიც ჩაერთვებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google