საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა შირაქის ქარსაცავი ზოლი დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, დედოფლისწყაროში შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა.


ქარსაცავი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციის და მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის საკანონმდებლო რეგულირების სფეროში შემდგომ ნაბიჯებსა და განხორციელებაზე იმსჯელეს.
პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google