საზოგადოება
ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცე და ეკო კოტეჯები მოეწყობა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონსმა, ყვარელში პირველი ლატვიურ-ქართული პროექტი "მუსიკის კუნძული" გახსნეს.
აღნიშნულ პროექტს კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს და ის ორი ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკო კოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. სიტყვის დასრულების შემდეგ კი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს სიმბოლურად გასაღებები გადასცეს.

ღონისძიებას ქართული და ლატვიური დელეგაციების წევრები ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google