განათლება
საბავშვო ბაღების რეორგანიზაცია გადაიდო
საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ვადამ, პირველ ოქტომბრამდე გადაიწია.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში გათვალისწინებული იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიეღო ხუთი დოკუმენტი: დირექტორების და პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პერსონალის ქცევისა და ეთიკის წესები და შიდა მონიტორინგისა და მონიტორინგის შესახებ დადგენილებები. პარალელურად, საქართველოს მთავრობას პირველ აპრილამდე ჰქონდა ვალდებულება დაემტკიცებინა: კვების სტანდარტი, ტექნიკური რეგლამენტი, აღმზრდელ პედაგოგის სტანდარტი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თუმცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ვადამ პირველ ოქტომბრამდე გადაიწია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჯერ ისევ ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, ბაღების ცალ-ცალკე აიპებად ჩამოყალიბებას ვადამ კი 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია.




| Print |
FaceBook Twitter Google