საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება მცირე წვიმა და ნისლი, ხოლო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსი იქნება.
4 - 6 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
7 - 9 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google