საზოგადოება
მორიგი ტრენინგი რადიო „ივრისში“
8 აპრილს სათემო რადიო "ივრისის“ ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები და მუშაობის სპეციფიკა.
ჯგუფის წევრებმა აღნიშნულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს, იყო საინტერესო კითხვები და მნიშვნელოვანი პასუხები. მომავალმა რეპორტიორებმა კიდევ ერთხელ გაითავისეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ჟურნალისტს.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჰუსეინ ჰუსეინოვის აზრით, ტრენინგი მისთვის მეტად ინფორმაციული იყო:

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გავიგე თუ რა უფლებები აქვს ჟურნალისტს და როგორ არ უნდა მოიქცეს ის, რაც აქამდე არ ვიცოდი. რადიო "ივრისის" არსებობა, ჩვენი თემისთვის უმნიშვნელოვანესია, მოსახლეობას საშუალება ექნება თავისი აზრი გამოთქვას და ასევე ინფორმაცია მიიღოს.“

სათემო რადიო “ივრისი” დაარსდა ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ ინიციატივით, გაზეთ „სპექტრისა“ და speqtri.ge-ს ბაზაზე. სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ჟურნალისტთა ასოციაციამ (გაზეთი სპექტრი, speqtri.ge) ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო Fm სიხშირეზე იფუნქციონირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google