საზოგადოება
ჩუმლაყის სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, ააიპ „ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“  ჩუმლაყის საჯარო სკოლას, ახლადშექმნილ რაგბის და ფეხბურთის გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.
„მნიშვნელოვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო წარმატებული მომავლისთვის და მე, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ახალგაზრდული გარემოს მკვეთრი გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„ჩუმლაყის განვითარების ფონდი“ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა. მისი დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩუმლაყში არსებულ ფეხბურთის სტადიონს, შეიღება ძელები და დაიხაზა მოედანი, ინფრასტრუქტურა მოეწყო როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის.


| Print |
FaceBook Twitter Google