საზოგადოება
22 აპრილს დასუფთავების აქციის კვირეული იწყება
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში მოლი ლიენთან ერთად, „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.


„სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google