საზოგადოება
პირველი მაისიდან საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში რეგისტრაცია პირველი მაისიდან დაიწყება და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მთავარი სპეციალისტის ლალი გოჩიაშვილის თქმით, მშობლებმა საჭირო დოკუმენტაცია იმ ბაღში უნდა წარადგინონ, სადაც ბავშვის მიყვანა სურთ.
„ამისთვის დასჭირდებათ: ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობა, ფოტოსურათი 3X4 და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. “
მისივე თქმით, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც პირველი სექტემბრისთვის ორი წელი შეუსრულდებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google