საზოგადოება
„სუფთად ევროპისკენ“-აქციას გურჯაანიც შეუერთდა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქციები მოეწყო.

„სუფთად ევროპისკენ“- ასე ჰქვია აქციას, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო კურირებს. აქციაში გურჯაანის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო.  მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით 30 სოფელსა და 25 სკოლაში, 5000 მწვანე ნერგი დაირგო. ცნობისთვის, 47 წლის წინ, ამერიკაში დედამიწის საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს. საქართველო კი ამ ღონისძიებას 1990 წლიდან შეუერთდა .

| Print |
FaceBook Twitter Google