საზოგადოება
2016 წელს მსოფლიოში 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ შეფასებით, მსოფლიოში ჟურნალისტების დაპატიმრებისა და მკვლელობის შემთხვევებმა იმატა. 

ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა რადიო „თავისუფლებასთან“ ისაუბრა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ 1990 წლიდან აგროვებს ჟურნალისტების დევნის ამსახველ ინფორმაციას. მათი ინფორმაციით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში 332 ჟურნალისტი მოკლეს, რაც წინა წლებთან შედარებით სარეკორდო მაჩვენებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google