საზოგადოება
ევროკავშირი დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს
ხვალ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, „ჰექს-ეპერ საქართველო“ (HEKS-EPER GEORGIA) სოფლის განვითარების ახალ პროექტს ოფიციალურად გახსნის.

ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ფილიალში 12:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობისთვის დასაქმებაში ხელშეწყობასა და მათი შემოსავლების გაზრდას. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google