საზოგადოება
გურჯაანის გამგეობა ომის ვეტერანებს 200 ლარს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის ცამეტი ვეტერანიღა შემორჩა.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, გამგეობა მათ საჩუქრად 200 ლარს გადასცემს. ამავე დღეს დიდების მემორიალზე ადგილობრივი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ. კულუარული ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ახლაც იგეგმება.
| Print |
FaceBook Twitter Google