საზოგადოება
გურჯაანში ხევების გაწმენდისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება
მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხევების დასუფთავებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო.
-„მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ნებართვა გვჭირდება, როგორც ხევების გაწმენდისთვის, ასევე სავარგულებთან მისასვლელი გზების მოსახრეშად. გაიწმინდება „ნავთისხევი“, „ბაწაურასხევი“, ასევე შაშიანის, კალაურის, კოლაგისა და ნანიანის ხევები. თუკი რამე საშიშროება იქნება, სხვა ხევებსაც გავწმენდავთ. ეს პრევენციისთვის კეთდება, რომ უხვი ნალექის დროს წყალმა გაიაროს და მოსახლეობა არ დაზარალდეს. რა თქმა უნდა, გზის მოხრეშვით სოფლებისთვის კარგ საქმესაც გავაკეთებთ.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ხევი /