ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, გაზიფიცირების სამუშაოები
დასრულდა. დღეიდან, 18 სოფელში მცხოვრები 2 715 აბონენტი ბუნებრივი
აირით ისარგებლებს.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა
დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა,„სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა
აზერ მამადოვმა და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა, სოფელ საკობიანოში აშენებული
გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი
აანთეს.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, რაზეც 6 243 818 ლარი
დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები