საზოგადოება
პანკისის ხეობის მცხოვრებლებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდებათ
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. დღეიდან, 18 სოფელში მცხოვრები 2 715 აბონენტი ბუნებრივი აირით ისარგებლებს.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა,„სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა,  სოფელ საკობიანოში აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, რაზეც  6 243 818 ლარი დაიხარჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google