საზოგადოება
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის თემაა- „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“.  მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 ივნისისა.


ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები.

ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016.

შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.

სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.


ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს და მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ:

I ადგილი - 3000 ლარი;

II ადგილი - 2000 ლარი;

III ადგილი - 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
| Print |
FaceBook Twitter Google