საზოგადოება
გურჯაანში 9 მაისის ღონისძიებაზე მხოლოდ 3 ვეტერანი მივიდა
გურჯაანის დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, ვეტერანებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგებლის მოადგილის ალეკო ყვირალაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში დღესდღეობით მხოლოდ 13 ვეტერანია დარჩენილი, მათგან მხოლოდ სამმა შეძლო მემორიალზე მოსვლა. „ყოველწლიურად ვუერთდებით 9 მაისის ღონისძიებას. ეს დღე ყველასთვის მნიშნელოვანია. მინდა ვეტერენებს მივულოცო დღევანდელი დღე და თანავუგრძნო იმ ოჯახებს, რომელთა წევრებიც მეორე მსოფლიო ომს შეეწირნენ.“

ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმაც.
„გურჯაანში ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება ეს დღე. მინდა ვეტერანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ეს ხალხია ცოცხალი ლეგენდა, რომელებიც ჩვენს რეალობაში არსებობენ. მინდა მათ თითეულმა ჩვენგანმა შესაბამისი პატივი სცეს.“

წელს ვეტერანებმა საქართველოს მთავრობისგან 600 ლარი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისგან 200 ლარი მიიღეს. ომის ვეტერანები მადლიერებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ახსოვთ და აფასებენ.




| Print |
FaceBook Twitter Google