საზოგადოება
შეხვედრა წიგნის პოპულარიზაციის მიზნით გურჯაანში
გურჯაანის სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებით, დღეს, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
-„დღევანდელი ჩვენი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გაგვეცნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის. ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს წიგნის კითხვისკენ მოვუწოდოთ, რათა განათლებული და მოწესრიგებული თაობა გაიზარდოს.“- ამბობს „ერთობის“ პრეზიდენტი მამა ვაჟა სონღულაშვილი.

აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებს „მკითხველთა კლუბი“, რომელიც მსგავი ტიპის ღონისძიებებს ხშირად მართავს.

„ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდებს წიგნის კითხვა შევაყვაროთ და მივცეთ გზა, რომ ბევრი იკითხონ. უნდა მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანია. სასიამოვნო აქტივობები გვქონდა, რომლითაც ახალგაზრდებმა კიდევ უფრო ბევრი გაიგეს.“-აღნიშნა მკითხველთა კლუბის ლიდერმა მარიამ ყოჩაშვილმა.

როგორც ღონისძების მონაწილემ, გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე თიკო დულარიძემ აღნიშნა, შეხვდრა მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით მსგავსი ღონისძებების ჩატარება, ნამდვილად შეუწყობს ხელს წიგნის პოპულარიზაციას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ერთობა / წიგნი /