საზოგადოება
უკონტაქტო პატრული პირველი ივლისიდან იმოძრავებს
უკონტაქტო პატრული ქუჩებში 1 ივლისიდან გამოჩნდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პატრულის თანამშრომლები სამოქალაქო ავტომობილებით ივლიან.
„კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დისკრეცია და თავისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ შეარჩიოს სამოქალაქო მანქანების ტიპი, შეფერილობა – იქნება მინიავტობუსი, პიკაპი თუ მსუბუქი ავტომანქანა.“
შეგახსენებთ, რომ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 10 მარტს, პირველი მოსმენით დაამტკიცა.

| Print |
FaceBook Twitter Google