საზოგადოება
ეროვნული სამოსის დღე გურჯაანში
18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ღონისძიებას წელს პირველად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც უერთდება.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა განაცხადა, მსვლელობა სამ საათზე რუსთაველის ქუჩიდან დაიწყება.
„ეროვნული სამოსის დღე 14 ქალაქში აღინიშნება და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენც ვართ. მოეწყობა მსვლელობა, რომელშიც ეროვნულ ფორმებში გამოწყობილი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. მსვლელობა „პაპას ბაღთან“ დასრულდება, სადაც გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაში ჩართულია საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება რომელიც გამოფენს ძველ ეროვნულ სამოსს და აქსესუარებს, აგრეთვე შესაბამის ლიტერატურას.გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული იქნება თემატური ნამუშევრები. მოეწყობა ფოტო-გამოფენა.“
მისივე თქმით, გურჯაანი ასეთ ღონისძიებაში მომავალ წელსაც მიიღებს მონაწილეობას.



| Print |
FaceBook Twitter Google