საზოგადოება
გურჯაანში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით „პაპას ბაღში“ ღონისძიება გაიმართა, რომლის ინიციატორიც იყო გურჯაანის სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „ერთობა“.

სამების ტაძრის წინამძღვრის მამა ილიას თქმით, ეს დღე გურჯაანში წელს პირველად აღინიშნა და ალბათ, მომავალში ტრადიციად დამკვიდრდება.
„უპირველეს ყოვლისა ყველა გურჯაანელს და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ოჯახის მყარი საფუძველი ჩვენი სარწმუნოებაა. იმ ოჯახში, სადაც ქრისტეს ნათელი სუფევს, ყველაფერი თავის ადგილზეა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარულია. მადლობა ჩვენს უწმინდესს, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ. ვცდილობთ, ეს ტრადიცია დავამკვიდროთ და აქ ყველა უნდა დაგვიდგეთ გვერდში, ვისთვისაც ოჯახი, ქვეყანა და ერი რაღაცას ნიშნავს.“

ღონისძიების შემდეგ გაიმართა მსვლელობა, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისით დასრულდა. ცნობისათვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს, ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
| Print |
FaceBook Twitter Google