საზოგადოება
კაჭრეთის ზონის სოფლებში სეტყვისგან მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, კაჭრეთის ზონის სოფლებში 16 მაისს მოსული სეტყვისგან  მიყენებული ზარალი დაითვალა.
-"სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა, შედეგი კარგი იყო. შედარებით მეტად დაისეტყვა მელაანი, დაახლოებით 20 ჰექტარ ვენახში ზარალი 5-დან 10%-მდეა,  დანარჩენ სოფელში სავარგულები გადარჩა, აქ ზარალი ფაქტობრივად უმნიშვნელოა."- გვითხრა ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომისია აღნიშნულ მონაცემებს  გუბერნიას გადაუგზავნის.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / ზარალი /