საზოგადოება
ქალაქ თელავის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
რამდენიმე წუთის წინ ქალაქ თელავის საკრებულოში ქალაქის თემთან გაერთიანების საკითხის განხილვა დასრულდა. 7 მომხრე და 6 წინააღმდეგი – საკრებულოს წევრთა ხმები ასე გადანაწილდა.
სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო და ის ადგილობრივი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ პრესკონფერენფცია გაიმართეს. მათ როგორც სათემო მუნიციპალიტეტების, ისე თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს წევრებს მიმართეს, გაემართათ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან, გაეთვალისწინებინათ ამომრჩევლის სურვილი და არა პარტიული დირექტივები.
| Print |
FaceBook Twitter Google