საზოგადოება
გურჯაანის გამგეობამ ზარალი დაითვალა- დასეტყვილია 990 ჰექტარი ვენახი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, 20 მაისს მოსული სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა.
დასეტყვილია სოფელი გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი.

-"დასეტყვის პროცენტი სხვადასხვაა, შედარებით ცუდი შედეგია ძირკოკში, ჭანდარსა და ვეჯინში, ზარალი სავარაუდოდ ზოგგან 80%-ზე მეტია, ზოგან  40-50%-ია, ზოგან კი 15-დან 20%-მდე. მთლიანობაში დასეტყვილია 990 ჰექტარი ვენახი და დაახლოებით 95 ჰექტარი კურკოვანი ხილი."-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მონაცემები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google