საზოგადოება
„მე მიყვარს კახეთი“- კონკურსი ფოტომოყვარულთათვის
კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო ფოტოგრაფებისა და ფოტომოყვარულთათვის თემაზე - „მე მიყვარს კახეთი“, აცხადებს კონკურსს.


მონაწილეობისათვის მსურველებმა სააგენტოს გვერდზე, პირად შეტყობინებაში, უნდა გაგზავნონ ფოტოსურათი თემაზე „მე მიყვარს კახეთი“ და მიუთითოს მონაწილის სახელი და გვარი. სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლინდება ორი პრიზიორი: ჟიურის რჩეული და ლაიქებით გამარჯვებული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სუვენირებით და რაც მთავარია ერთ თანმხლებ პირთან ერთად ექნებათ საშუალება, გაატარონ ღამე სასტუმრო შატო ყვარელში. მათთვის მოეწყობა ღვინის ტური "კორპორაცია ქინძმარაულის" ღვინის მარანში, სადაც დააგემოვნებენ რჩეულ ღვინოებს და ერთ ბოთლს საჩუქრად მიიღებენ.
ლაიქების ხელოვნურად მომატებაში შემჩნეული კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება. ფოტომოყვარულების კონკურსიდან მოიხსნება ის მონაწილეც, რომლის ფოტოსურათიც არ იქნება მისი გადაღებული. კონკურსი 19 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 22 ივნისს გამოვლინდებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google