საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის დღეს გურჯაანში
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტიც უერთდება. ამ დღის აღსანიშნავად, უფროსი ასაკის ბავშვები მოაწყობენ ტრანსფარანტებით მსვლელობას, ხოლო „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბეროშვილი აღნიშნა, „პაპას ბაღში“ ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იქნება.
„საჯარო სკოლის მოსწავლეები 2 საათზე დაიწყებენ მსვლელობას რუსთაველის ქუჩიდან და „პაპას ბაღის“ ტერიტორიაზე დაასრულებენ. სამ საათზე კულტურის ცენტრში გაიმართება სტუდია „ლურჯა ცხენების“ კონცერტი. პარალელურად, სამხატვრო სკოლაში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. თოჯინების თეატრი პატარა მაყურებლებს უფასო სპექტაკლს უჩვენებს. 4 საათზე მუსიკალურ სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.“


მისივე თქმით, გარდა ღონისძიებებისა, საჩუქრების გადაცემაც იგეგმება.
„ჩვენ გვაქვს ტრადიცია და უკვე დაახლოებით 4 წელია, პირველ ივნისს სოფლის ბაღებს ვასაჩუქრებთ. წელსაც 33 ჯგუფს გადაეცემა სათამაშოები, ანბანი და შემეცნებითი სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, მუსიკალურ სკოლას ვაჩუქებთ ინსტრუმენტებს, სამხატვრო სკოლას კი - საგამოფენო ფარებს და თაბაშირის დასახატ მოდელებს.“
ეკეტერინე ბეროშვილის თქმით, ამ აღნიშნული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 4252 ლარი გაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google