საზოგადოება
ერთი ლამაზი დღე ბავშვებისთვის „კახეთი-იონში“
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გურჯაანში დიაგნოსტიკური ცენტრის „კახეთი-იონის“ ადმინისტრაციამ აქცია გამართა.

კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის თამარ ცანკაშვილის თქმით, მათი მიზანი ბავშვებისათის მხიარული გარემოს შექმნა იყო.
„შევეცადეთ დღევანდელი დღე გაგგვეფერადებინა და ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. პატარებმა ფერადი ცარცებით დახატეს და მიიღეს უფასო კონსულტაციის ვაუჩერები: ნევროლოგთან, ოფთალმოლოგთან და სტომატოლოგთან.“

მისივე თქმით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ივნისის თვეში ყველა ბავშვს შესაძლებლობა ექნება „კახეთი იონის“ სტომატოლოგთან აქციის ფარგლებში ფასდაკლებით ისარგებლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google