საზოგადოება
ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოოს ინფორმაციით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე ღვინის ექსპორტი გაიზარდა.

უწყების ინფორმციით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი . მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google