საზოგადოება
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა თვის ბოლომდე გაიხსნება
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ, 25 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან" საუბარისას განაცხადა.


მისივე თქმით, სამუშოების დიდი ნაწილი დასრულებულია. კერძოდ, რამდენიმე ასეულ მეტრზე დაგუბებულია წყლის მასა, რომლის გაწმენდაც მიმდინარეობს.
„ადგილზე ასაფეთქებელია ბევრი რამე, ახალი გზის გაყვანა და ახალი ყრილების გაკეთებაც მიდის. გზის 600 მეტრიანი მონაკვეიდან 100 მეტრია დარჩენილი. ახლა ყველაზე რთული მონაკვეთი დაგვრჩა. ვიმედოვნებთ, რომ 25 ივნისისთვის გზა მზად იქნება, რომ ტრანსპორტი გავატაროთ".

გიორგი სეთურიძის განმარტებით, გზის გახსნის შემდეგ გაგრძელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამუშოებისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. ორ თვეზე მეტია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. მიზეზი მეწყერი გახდა, რის გამოც ფშაველი-ომალო-თუშეთის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება შეუძლებელია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთის გზა /