საზოგადოება
სოფელ მელაანში ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ
გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაგავსაყრელის მშენებლობა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში უნდა განხორციელდეს, რაც გარემოს დააბინძურებს და სხვადასხვა დაავადების წყარო გახდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google