საზოგადოება
კარდენახსა და ბაკურციხეში 200 ჰექტრამდე ვენახი 100%-ით განადგურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 ივნისს მოსული სტიქიის შედეგები დაითვალა. სეტყვამ სოფელ ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის, კარდენახის, ჩალაუბნის, მელაანისა და ქოდალოს მოსახლეობა დააზრალა.
-"ყველაზე მმიმე შედეგია კარდენახსა და ბაკურციხეში, დაახლოებით 200 ჰექტრამდე ვენახი 100%-ით განადგურდა. მთლიანობაში 1140 ჰექტარი ვენახი, 240 ჰექტარი კურკოვანი ხილი, 300 ჰექტრამდე კი ერთწლიანი კულტურები დაისეტყვა. დაზიანება სხვადასხვა ხარისხისაა, 40-დან 100%-მდე. ზარალი ძალიან დიდია.-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა.

მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები უკვე ოთხჯერ დაისეტყვა, მთლიანობაში 5000 ჰექტრამდე ვენახი განადგურდა.


| Print |
FaceBook Twitter Google