საზოგადოება
დღეს კახეთის წარმატებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს დააჯილდოებენ
დღეს ყვარელში 19:00 საათზე, კახეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გამგებლებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დირექტორებთან ერთად საზეიმოდ მადლობის სიგელებს გადასცემს. გაიმართება გალა კონცერტი. სადაც მონაწილეობას 15 ცნობილი მომღერალი მიიღებს.  წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია კახეთის რეგიონში 2011 წლიდან იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google