საზოგადოება
გურჯაანს 41 მედალოსანი ჰყავს
ყვარელში 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტს წელს 41 მედალოსანი ჰყავს. მათ დიპლომები საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილმა, გამგებლის მოადგილე, ალექსანდრე ყვირალაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.
როგორც ჩვენთან საუბარში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს ბავშვები ჯერჯერობით ოქროს და ვერცხლის მედლების კანდიდატები არიან.
„მათ წარჩინებული სწავლისათვის გადაეცათ სიგელები. ჩვენ 23 ივნისამდე გვაქვს ვადა, რომ მათი მონაცემები სამინისტროში გადავაგზავნოთ, იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად შეესაბამება ბოლო სამი წლის მანძილზე მიღებული შეფასებები, ერთი ან მეორე სინჯის მედალს. ამის შემდეგ, მინისტრი უკვე ინდივიდუალური აქტით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას . ამჯერად ისინი წარმატებული სწავლისთვის სერტიფიკატებით დავაჯილდოეთ.“

ოქროს მედალოსნები არიან:
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა- ანა ზირაქაშვილი , ნინო კუშჩიანი.
გურჯაანის მესამე საჯარო სკოლა- ნუცა ბაქრაძე , ირა ქებაძე.
გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა-ნია გერგიძე, მარი პოპიაშვილი, ნინიკო ოდიშელიძე, ნინო კალატოზიშვილი.
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა- მარიამ ზარდიაშვილი, ანა ნადაშვილი, მარიამ ყვირალაშვილი.
კაჭრეთის საჯარო სკოლა- ბექა ქიტოშვილი.
მელაანის საჯარო სკოლა- რუსუდან დიდიძე.
მუკუზნის საჯარო სკოლა- თამარ უზუნაშვილი.
ველისციხის საჯარო სკოლა- კახაბერ ნაცვლიშვილი, ლექსო ალექსიძე, მარიამ აბულაძე, შორენა სამნიაშვილი.
ჩუმლაყის საჯარო სკოლა- თამუნა მაზანიშვილი .
კალაურის საჯარო სკოლა -ეთერ ქევხიშვილი.
ვაზისუბნის საჯარო სკოლა - შალვა ხეჩოშვილი, გივი ნატროშვილი.
შაშიანის საჯარო სკოლა -თამუნა აბელაშვილი.
ჭანდრის საჯარო სკოლა- ანი კახაბერი.
ბაკურციხის საჯარო სკოლა- ანი აბრამიშვილი.
კარდენახის საჯარო სკოლა - აკაკი კუაცაშვილი, უჩა ჯიქურაშვილი, თათული მღვდლიაშვილი, ალექსანდრე შაკიაშვილი.


ვერცხლის მედალოსნები არიან:
ჩალაუბნის საჯარო სკოლა- სოფიკო ბარნაბიშვილი, ნატო ჯანგულაშვილი.
გურჯაანის პირველი საჯარო - ლელა მირიანაშვილი .
ველისციხის საჯარო სკოლა- თორნიკე სელუმაშვილი,ლალი ქიტუაშვილი.
ჩუმლაყის საჯარო სკოლა- გიორგი ლიპარტაშვილი.
ახაშნის საჯარო სკოლა - თამარ გრიგოლაშვილი, ნანა ყავალაშვილი, ნინო ჩიტაშვილი.
გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა - ნინო ოსიაშვილი.
ჭანდრის საჯარო სკოლა- მაკა ჯამატაშვილი.
ბაკურციხის საჯარო სკოლა - მარიამ ბეჟაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google