საზოგადოება
თელავის დემოკრატიის სკოლაში მსმენელთა მიღება დაიწყო
ორგანიზაციამ ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები დემოკრატიული განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი „თელავის დემოკრატიის სკოლის“ შესახებ.


დღეს ამ საკითხზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრეზენტაცია გაიმართა. (NIMD)-ის კოორდინატორის ნიკოლოზ შარვაშიძის განმარტებით, სკოლაში 2017 წლის სასწავლო კურსისთვის მსმენელთა აპლიკაციების მიღება დღეს იწყება და 20 ივლისამდე გაგრძელდება.
„ეს სკოლა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სტუდენტებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის. სტუდენტები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სამოქალაქო საზოგაოდოების პოლიტიკური პროცესები, ლიდერობა, პროექტის წერა, მართვა და ა.შ. ყოველთვის, როდესაც ვაცხადებთ აპლიკაციების მიღებას, ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ვაცნობთ ჩვენს პროგრამას. ამის შემდეგ პრეზენტაციები სხვა რაიონებშიც გვექნება.“

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები და რაიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ NIMD-ის დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, პოლიტიკური პარტიების, წარმატებული სტუდენტების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციისა და პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
www.nimd.ge; www.nimd.org; www.school.nimd.ge; http://democracybootcamp.ge/

| Print |
FaceBook Twitter Google