საზოგადოება
კაჭრეთში შიდა საუბნო გზების რებილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტის სოფელ კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით, სამუშაოები 9 ივნისს დაიწყო და 9 ოქტომბერს დამთავრდება.
„ ეს პრობლემა ორივე სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. სამუშაოებს ასრულებს შპს „იბერი“.მთლიანად მოასფალტდება 4100 მეტრი სიგრძის გზა, 112 მეტრზე გაიწმინდება სანიაღვრე, 942 მეტრზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის სანიაღვრე და 547 მეტრზე - ბორდიური.“

მისივე თქმით, რეაბილიტაციისთვის 820 000 ლარი დიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google