საზოგადოება
ფრანგი მედიკოსები „კახეთი-იონში“ პაციენტებს მიიღებენ
23 ივნისს, დიაგნოსტიკურ ცენტრ „კახეთი-იონს“ ფრანგი მედიკოსები ესტუმრებიან და მედპერსონალთან ერთად მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, პაციენტებს საშუალება ექნებათ გინეკოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებით ისარგებლონ. მედიკოსების კონსულტაცია ფასიანია. მიღება დილის 12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google