საზოგადოება
გურჯაანში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადასცეს
დღეს, გურჯაანის მუნციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 ბენეფიციარს აქტიური ეტლები გადასცეს.

გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო,ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნონა ოსიაშვილის განმარტებით, ეტლების გაცემა შემოსული განცხადებების საფუძველზე მოხდა.
„გამგეობა არის დამაკავშირებელი მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. ამ ადამიანებს განცხადება გასულ წელს ჰქონდათ დაწერილი.“

სოფელ კალაურის მკვიდრი სიმონ მაზანაშვილი უკვე მეცხრე წელია ეტლით სარგებლობს და საჩუქრით კმაყოფილია.
„ კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ყველაზე ადაპტირებული ეტლია, რომელიც აქამდე მქონია.“
ნონა ოსიაშვილის თქმით, შემოდგომიდან ბენეფიციარებს, განცხადების საფუძველზე სტანდარტული ეტლები გადაეცემათ.

| Print |
FaceBook Twitter Google