საზოგადოება
ნაციონალები გურჯაანის სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა ნიჟარაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვს. საკითხი მან საკრებულოს მორიგ სესიაზე დააყენა.

მისი განმარტებით, გამგეობამ მთავრობის სახელზე წერილი უნდა მოამზადოს და დაზარალებულებს ბანკებთან უშუამდგომლოს.
„წელს გურჯაანის ტერიტორიაზე სეტყვა რამდენჯერმე მოვიდა და მოსახლეობა სერიოზულად დაზარალდა. განადგურდა ვენახები და ხეხილი. აქედან გამომდინარე, საკრებულოზე გამოვედი წინადადებით, რომ მოვამზადოთ წერილი, რომელსაც გავაგზავნით მთავრობაში. მათ ვისაც ბანკის კრედიტები აქვთ, გადაუვადონ, ხოლო ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა მოსავალი, ერთი წლით მაინც გაათავისუფლონ მიწის გადასახადისგან. ამისთვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ მოწადინებაა საჭირო. იმედი მაქვს, სოფლის მაჟორიტარებიც დაგვიჭერენ მხარს. როგორც ყოველვის, უმრავლესობის წევრებს ჩემი წინადადების მიმართ ნიჰილისტური განწყობა ჰქონდათ. მათ ხალხი მარტო არჩევნებისთვის სჭირდებათ.“

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თეიმურაზ ზარდიაშვილის თქმით, კომისიის მიერ ზარალი ყველა სოფელში დათვლილია და მთავრობის სახელზე წერილიც გაიგზავნა.


| Print |
FaceBook Twitter Google