საზოგადოება
მედიკოსთა მე-6 სამეცნიერო კონფერენცია ყვარელში
ყვარელში მედიკოსთა მე-6 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ფრანგი და ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის თემა იყო: საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, პაპილომა ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და სკრინინგი.
„ჩვენ ჩამოვედით, რათა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გავუზიაროთ. ძირითადი თემა იყო გინეკოლოგია და მამოლოგია. ეს ძალიან საინტერესო და აქტუალური საკითხია ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც,“- აღნიშნა ქალაქ ოსერის საავადმყოფოს ექიმმა გინეკოლოგმა თეოფილ ჰოიეკმა.

კახეთის გუბერნეტორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ქართველი ექიმებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან ნაყოფიერია „კახეთი იონის“ მუშაობა და ეს კონფერენციაც ამის დასტურია. ფრანგ ექიმებთან კონსულტაცია და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედიკოსებისთვის, მათი პრაქტიკული საქმიანობისათვის. “

როგორც „კახეთი იონის“ გენერალურმა დირექტორმა ნარგიზ ზიბზიბაძემ განმარტა, სხვადასხვა სპეციალობის ფრანგი ექიმების სტუმრობა მომავალში რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
| Print |
FaceBook Twitter Google