საზოგადოება
გურჯაანში საგზაო მონიშვნები განაახლეს
გურჯაანში, ნონეშვილის გამზრის, თამარ მეფის, რუსთაველის, გურამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე, ასევე სამების ტაძრის წინ მდებარე მოედანზე საგზაო მონიშვნები განაახლეს, რისთვისაც 22 177 ლარი დაიხარჯა.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები შპს "გზაჯვარედინმა" შეასრულა.

ცნობისთვის, გასულ წელს ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟისა და სხვადასხვა ქუჩებზე საგზაო მონიშვნებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 80 000 ლარი გამოიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google