საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტებთან ერთად ეტაპობრივად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები და პედაგოგები ჩაერთვებიან.

უწყების ინფორმაციით, წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება. შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

ინფორმაციას განრიგის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს:

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

| Print |
FaceBook Twitter Google