საზოგადოება
იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება
2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება. პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას, ქართულ მხარეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრსა და შვეიცარულ კომპანია „ეს-ჯი-ეს“-ს შორის უკვე გაფორმებულია კონტრაქტი მომსახურების შესყიდვაზე.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულება რეფორმის პირველ ეტაპზე სტანდარტების მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაინერგება. ტექდათვალიერება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებს შეეხება. მათ 12 კრიტერიუმით შეაფასებენ. ესენია: ძარა და ძარის ელემენტები, ხილვადობა, მოწყობილობები, კომპლექტაცია, იდენტიფიკაცია, საჭე, კონტურული მარკირება, მაშუქი ხელსაწყოები, სამუხრუჭე სისტემა, ხმაური, საბურავები და გამონაბოლქვი.

დღევანდელი მონაცემებით, ტექნიკური დათვალიერების სულ 26 ცენტრი ფუნქციონირებს.

| Print |
FaceBook Twitter Google