საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სპეციალური მარშრუტები დაწესდება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთის თბილისის მერია 3-27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს აწესებს.


დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

მეტრო ახმეტელის თეატრი - 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.

მეტრო ახმეტელის თეატრი – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო ახმეტელთან ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.

მეტრო ვარკეთილი – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება ვარკეთილის ხიდებამდე, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს.

უკუმიმართულებით: შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო ვარკეთილთან დაბრუნდება.

მეტრო სამგორის ზედა გასასვლელი - 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო სამგორის მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

უკუმიმართულებით: კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო სამგორის ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

ავტობუსები მოსახლეობას სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google