საზოგადოება
მუკუზანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა კეთდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის წარმომადგენელმა მუკუზანსა და ზეგაანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეკატერინე ბენდელიანმა აღნიშნა, ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება.
„დაღმართია და ნალექის დროს ნიაღვარი მოდის, ამიტომ ძალიან იყო დაზიანებული. სამუშაოები უკვე დაიწყო. დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღრე არხები.“

გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დურმიშხან ამისულაშვილის თქმით, პირველი ეტაპის სამუშაოები შარშან დასრულდა და ამჯერად მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
„760 მეტრი გზის მონაკვეთზე ქვაფენილი მთლიანად აიყრება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადაა 29 აგვისტო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, მოიხსნება.“
მისივე თქმით, სამუშაოებს შპს „სერპანტინი“ ანხორციელებს. პროექტისთვის სულ 282 ათასი ლარია განსაზღვრული


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მუკუზანი / გზა /