საზოგადოება
,,ზებრა გადასასვლელი - ფეხით მოსიარულის პრიორიტეტი" -აქცია გურჯაანში [Photo]
,,ზებრა გადასასვლელი - ფეხით მოსიარულის პრიორიტეტი" - ამ სლოგანით გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულმა საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა ცენტრალურ ქუჩაზე აქცია გამართეს.

ბავშვებმა მძღოლებს მოუწოდეს, ზებრა გადასასვლელთან ფეხით მოსიარულეებისთვის გზა დაეთმოთ. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მაია ბეროშვილის თქმით, მიზანი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაა.
„ ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ყველაფერს. აქციით ჩვენ ვაჩვენეთ ფეხით მოსიარულეებს, სად უნდა გადაჭრან გზა. ხოლო მძღოლებს შევახსენეთ, რომ ვალდებულები არიან მათ გზა დაუთმონ.“

ბავშვებმა საგზაო წესების დამცველებს სიმბოლური საჩუქრები: ბუშტები და კამფეტები დაურიგეს.



| Print |
FaceBook Twitter Google