საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება. 26 ივლისს ცალკეულ რაიონებში მოსალოდელია მცირე წვინა. 27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 27 - 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
| Print |
FaceBook Twitter Google