საზოგადოება
ვეჯინში დაჭრილი გამგებლის წარმომადგენელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ექიმების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დაჭრილი გამგებლის წარმომადგენლის კუკური ჯამატაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ გამყოფილებაშია მოთავსებული.  გურჯაანის ჯეოჰოსიტალსის კლინიკის დირექტორის რამაზ თევზაძის ცნობით, კუკური ჯამატაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. დასტაბილურდება თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმებს ჯერჯერობით ამაზე საუბარი უჭურთ.

გამგებლის წარმომადგენელს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ფეხის არეში, საკუთარი სახლის ეზოსთან გუშინ ესროლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვეჯინი /